ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი ელჩის მკვლელობის გამოძიებას დააკვირდება


ანკარაში რუსეთის ელჩი მოკლეს
ანკარაში რუსეთის ელჩი მოკლეს

რუსეთის ელჩი თურქეთში, გამოფენის მიმდინარეობისას მოკლეს. 22 წლის თავდამსხმელი, რომელიც სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩართულობას აპროტესტებდა, ადგილზე გაანეიტრალეს. რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი საელჩოს მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც თავდამსხმელმა, რომელიც მის უკან იდგა, ცეცხლი გახსნა.

თავდამსხმელმა, გასროლის შემდეგ, დაიყვირა: „დიდება ალაჰს. არ დაივიწყოთ ალეპო! არ დაივიწყოთ სირია!". თავდასხმისას სამი ადამიანი დაიჭრა. კარლოვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის 62 წლის იყო და ელჩის თანამდებობა 2013 წლიდან ეკავა.

თავდასხმა, რუსეთის, ირანის და თურქეთის ოფიციალური შეხვედრის წინ მოხდა, რომელიც სირიის კონფლიქტის თაობაზე 20 დეკემბერს იმართება. მომხდარის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ გამოძიების მიმდინარეობას მოსკოვი დააკვირდება.

19 დეკემბერს, სპეციალურ ბრიფინგზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „ტერორისტული აქტის” მიზანი რუსეთ თურქეთის ურთიერთობებზე გავლენის მოხდენა და სირიის კონფლიქტის გადაწყვეტისთვის ხელის შეშლაა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი გააძლიერებს „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას“.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი გამოეხმაურა მომხდარს და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზადაა დაეხმაროს გამოძიებას.

"ეს ყველა დიპლომატის უსაფრთოხების უფლებაზე თავდასხმაა, რომლებიც საკუთარ ქვეყანას მსოფლიოს გარშემო წარმოადგენენ“, - განაცხადა კერიმ.

XS
SM
MD
LG