ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

IMF-ის დირექტორი კრისტინ ლაგარდი სასამართლომ დაუდევრობაში დამნაშავედ სცნო


ዓምዲ አሳእል 2 መስከረም,2019
ዓምዲ አሳእል 2 መስከረም,2019

საფრანგეთის სასამართლომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, კრისტინ ლაგარდი დაუდევრობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა მას პატიმრობა არ ემუქრება. ლაგარდი, რომელსაც საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი გამოყენებისთვის იქნა გასამართლებული. სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა ლაგარდს ამჟამინდელ თანამდებობაზე იმოქმედოს. ის თებერვლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდს მეორე ვადით უხელმძღვანელებს. გადაწვეტილების მოწინააღმდეგეების თქმით, ვერდიქტი პოლიტიკურადაა მოტივირებული.

სასამართლო საფრანგეთში ყურადღების ცენტრში მოხდა, ვინაიდან ის მაღალი თანამდებობის პირებსა და ელიტური კორუფციის საკითხებს შეეხებოდა. ლაგარდმა, როემლსაც 2007 წელს ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა 404 მილიონი ევრო გადაუხადა ბიზნესმენ ტაპიეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დავის დასაკმაყოფილებლად. ტაპიეს თქმით 1993 წელს მისი ფირმის გასხვისება, რომელსაც სახელმწიფო ბანკი მართავდა, საბაზრო ფასის მიხედვით არ მოხდა. ლაგარდე, რესპუბლიკის იუსტიციის სასამართლომ გაასამართლა, რომელიც უმეტესად პოლიტიკოსებისგან შედგება და ხშირ შემთხვევაში მინისტრების მიერ ჩადენილ დანაშაულებს განიხილავს.

XS
SM
MD
LG