ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ქალაქ ალეპოდან ევაკუაცია ისევ შეჩერებულია


ალეპო, სირია
ალეპო, სირია

ალეპოდან ევაკუაციის შეჩერებამ ათასობით ადამიანი ხაფანგში მოამწყვდია. დღეს, ქალაქიდან გამავალი ქარავნების სიახლოვეს აფეთქებების ხმა ისმოდა. სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ამბოხებულებმა მთავრობასთან დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს. ევაკუაცია როდის განახლდება უცნობია.

უფრო ადრე, იაპონიაში ვიზიტისას, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თურქეთთან ერთად, სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყებაზე მუშაობს. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ის და თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ჩატარების წინადადებით გამოდიან, რომელიც სავარაუდოდ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება.

გუშინ, არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში განაცხადა, რომ შესაძლოა შეერთებულმა შტატებმა სირიაში „უსაფრთხოების ზონები“ შექმნას. მან თქვა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებს სთხოვს, ეს ზონები დააფინანსონ.

XS
SM
MD
LG