ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდება


Donald Trump in Batumi, Georgia
Donald Trump in Batumi, Georgia

არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ოთხშაბათს ამერიკის უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. ბევრი მათგანი საარჩევნო კამპანიის დროს მას ცხარედ აკრიტიკებდა, თუმცა დისკუსიის დროს, დაპირისპირების ნიშნები არ იგრძნობოდა. ტრამპის ოფისმა განაცხადა, რომ „დიალოგის და პარტნიორობის“ დაწყება სურს, რათა ინოვაცია წაახალისოს და მეტი სამუშაო ადგილები შექმნას.

ტრამპის ნიუ იორკის შტაბ ბინაში, Facebook-ის ოპერაციების უფროსი შერილ სენდბერგი, Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი, Tesla-ს ხელმძღვანელი ელონ მასკი და Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი შეიკრიბნენ.

საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპს სილიკონის ველთან ხშირი შეჯახებები ჰქონდა. ტრამპმა ამომრჩევლებს Apple-ის ბოიკოტისკენ მოუწოდა და პირობა დადო, ისე გააკეთებდა, რომ კომპანია თავის კომპიუტერებს და აიფონებს ამერიკაში დაამზადებდა.

XS
SM
MD
LG