ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამბოხებულების ხელში დარჩენილ ალეპოს ბოლო რაიონებში, დღეს სასწრაფო დახმარების მანქანები და მწვანე ფერის მთავრობის ავტობუსები შევიდა. ეს, სამოქალაქო მოსახლეობის და მეამბოხე მებრძოლების ევაკუაციის ღონისძიების ნაწილია. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა და სირიის არაბული წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ განაცხადეს, რომ დაახლოებით 200 დაჭრილის, მათ შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფთა ევაკუაციაში მიიღეს მონაწილეობა.

ალეპოდან მეამბოხეების საბოლოოდ გასვლამ, შესაძლოა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მნიშვნელოვანი გამარჯვება აღნიშნოს.

XS
SM
MD
LG