ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაიროს მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო


 თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქაიროს კოპტურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში თავი აიფეთქა
თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქაიროს კოპტურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში თავი აიფეთქა

დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” ქაიროში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქაიროს კოპტურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 25 ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

ტერორისტული აქტის შემდეგ, ეგვიპტელმა სამართალდამცავებმა ოთხი ადამიანი დააკავეს აფეთქებაში თანამონაწილეობის ბრალდებით. ეგვიპტელი სამართალდამცავები გამოძიებას განაგრძობენ.

მართლმადიდებელი კოპტები ეგვიპტის მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენენ.

XS
SM
MD
LG