ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუმინეთის არჩევნებში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა


საპარლამენტო არჩევნები რუმინეთში
საპარლამენტო არჩევნები რუმინეთში

რუმინეთის მემარცხენე „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. სოციალ-დემოკრატებმა პარლამენტის ორივე პალატაში დაახლოებით 46%-იანი მხარდაჭერა მოიპოვეს. მემარჯვენე „ეროვნული ლიბერალური პარტია“ მეორე ადგილზე გავიდა ხმების 20%-ით. ხოლო მესამე ადგილი პარტიამ „გადაარჩინე რუმინეთი“ დაიკავა, 9%-ით. ახალი პარლამენტის შემადგენლობა ამ კვირაში გახდება ცნობილი.

რუმინეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ვიკტორ პონტა, სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, გასული წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ გადადგა, რომელიც ღამის კლუბში ხანძარს მოჰყვა და რომლის შედეგადაც 64 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG