ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოში საქართველოს საკითხი გაიტანა


გაეროს უშიშროების საბჭო
გაეროს უშიშროების საბჭო

6 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოში უკრაინის დელეგაცია საქართველოს საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა. ინიციატივა უკავშირდება ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. სამხედრო ძალის რუსეთის ერთიან სამხედრო სარდლობაში გაერთიანებას.

6 დეკემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოში უკრაინის დელეგაცია საქართველოს საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა. ინიციატივა უკავშირდება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო ძალის რუსეთის ერთიან სამხედრო სარდლობაში გაერთიანებას. ეს ფაქტობრივად, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპირებულ ნაწილში განლაგებული რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმაციას წარმოადგენს. განხილვისას, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებმა დაგმეს რუსეთის ქმედებები.

გაეროს უშიშროების საბჭოში უკრაინის ინიციატივას მხარი, რუსეთის გარდა, ერთსულოვნად ყველა წევრმა დაუჭირა. ამ მნიშვნელოვან დიპლომატიურ წარმატებასთან დაკავშირებით „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა ნიუ-იორკში, თეა თუაშვილმა გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი მისიის ხელმძღვანელ კახა იმნაძეს ჰკითხა:

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინვე გააკეთა განცხადება, როდესაც რუსეთმა, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის ეგრეთწოდებულ საოკუპაციო ჯარების შერწყმასთან დაკავშირებით შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ტრადიციულად, ჩვენ ასეთ განცხადებებს მუდმივად ვავრცელებთ ხოლმე უშიშროების საბჭოში, გაეროში, მეგობარ ქვეყნებში. განცხადების გავრცელების შემდეგ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა გააკეთეს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, რაც უკრაინის ინიციატივა იყო“ - განაცხადა იმნაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა ინიციატივის საქართველოს მეგობარი ქვეყნის, უკრაინის დელეგაციის მიერ შეტანას, კახა იმნაძე ამბობს:

"რატომ უკრაინა? უკრაინა არის უშიშროების საბჭოს წევრი და რუსეთის გარდა, ამ განცხადებას ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. საწინააღმდეგო განცხადება არცერთ სახელმწიფოს არ გაუკეთებია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს, ვინაიდან, არსებულ ვითარებაში, როდესაც ომია სირიაში, აფრიკის კონტინენტზე მართლაც ცხელი ომი მიდის, ქვა ქვაზე აღარ დარჩა ალეპოში -ასეთ დროს, როდესაც საქართველოს საკითხის გაჟღერება ხდება და კიდევ ერთხელ დაფიქსირება, რომ შენი საკითხი აქტუალურია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის", - აღნიშნა საქართველოს ელჩმა გაეროში.

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, უკრაინის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმების საკითხის განხილვის ინიცირება ორივე ქვეყნის ერთობლივი მუშაობის შედეგია.

XS
SM
MD
LG