ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ბიზნესმენი, იურისტი და ტრამპის კამპანიის ერთ-ერთი დონორი, ენდრიუ პიუზდერი, შრომის დეპარტამანეტის ხელმძღვანელად დაასახელა. პიუზდერის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს, ის თანამდებობას ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დაიკავებს.
პიუზდერი სწრაფი კვების რესტორნების ბიზნესში მოღვაწეობს. კრიტიკოსების თქმით, მისი გამოცდილება და საჯარო კომენტარები ხშირად ეწინააღმდეგება იმას, რაზეც შრომის დეპარტამენტი მუშაობს, მათ შორის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომის უფლებების დაცვას.
პიუზდერი ასევე ეწინააღმდეგება მინიმალური ხელფასის გაზრდას საათში 15$-მდე. ის აკრიტიკებს და არ ემხრობა ობამაქეარად წოდებულ ჯანდაცვის უნივერსალურ პროგრამას, რომელიც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შემოიღო.