ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს ს. კორეის ეროვნული ასამბლეაც უჭერს


სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, პაკ კინ ჰე
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, პაკ კინ ჰე

სამხრეთ კორეის ეროვნულმა ასამბლეამ, პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. 300-დან 234-მდე წევრმა პრეზიდენტის წინააღმდეგ მისცა ხმა. პაკის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება მრავალ-მილიონიანი დოლარის სკანდალს მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ბიზნესებს ფულს სძალავდა მისი ახლო მოკავშირის დახმარებით, რომელიც რელიგიური ლიდერის ქალიშვილია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის მონაწილეობას იღებდა კაბინეტის შერჩევაში და არაფორმალურად ერთვებოდა ქვეყნის მართვაში.

პაკ კინ ჰე ქვეყნის პირველი პრეზიდენტია. აღნიშნული სკანდალს გახმაურებას სეულში დემონსტრაციები მოჰყვა. დაახლოებით 1.7 მილიონი სამხრეთ კორეელი ქუჩაში გამოვიდა და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდა. ეს კორეის ისტორიაში ქუჩის უდიდესი პროტესტი იყო. ასამბლეის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს.

XS
SM
MD
LG