ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაშარ ალ-ასადი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს


ალეპო, სირია

ბაშარ ალ-ასადმა მის ინტერვიუში სახელმწიფო მედიაში, ჟურნალ „ალ-ვატანში“ განაცხადა, რომ ის გააგრძელებს ბრძოლას ამბოხებულების წინააღმდეგ მანამ, სანამ მათ საბოლოოდ არ დაამარცხებს. სირიის სამთავრობო ძალებმა, რუსეთის დახმარებით, ალეპოში უპირატესობა მოიპოვეს. ისინი ქალაქის ორ-მესამედს აკონტროლებენ. ასადმა ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაძლებლობა გამორიცხა მანამ, სანამ ამბოხებულები ქალაქის ნაწილს აკონტროლებენ.

სირიელი ამბოხებულები, რომლებიც ალყაშემორტყმულ ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში იმყოფებიან, ხუთდღიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ითხოვდნენ, რათა ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინონ. ოპოზიციური ძალების თქმით, დაახლოებით 150-მდე ადამიანს სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რომელთა ევაკუაციაც გაერომ უნდა მოახდინოს.

XS
SM
MD
LG