ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარემოს დაცვით სააგენტოს სკოტ პრუიტი უხელმძღვანელებს


სკოტ პრუიტი დონალდ ტრამპს ხვდება
სკოტ პრუიტი დონალდ ტრამპს ხვდება

მომავალმა პრეზიდენტმა ტრამპმა გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოკლაჰომის შტატის მთავარი პროკურორი, სკოტ პრუიტი დანიშნა. პრუიტი კლიმატური ცვლილებების კუთხით ობამას პოლიტიკის მკაცრი კრიტიკოსია. მან ობამას გეგმა, რომლის მიხედვითაც შტატებს ევალებოდათ ემისიების 32 პროცენტით შემცირება 2030 წლისთვის, დაბლოკა. მისი თქმით პროგრამა ძალიან ძვირი ჯდება და შეუძლებელია მისი განხორციელება 2030 წლისთვის.

ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ქვანახშირის ენერგიის გამოყენების გაზრდა და გარემოს დაცვის კუთხით სამთავრობო რეგულაციების გაუქმება იყო. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, ტრამპი გარემოს დაცვაზე მომუშავე ექპერტებს და აქტივისტებს ხვდება, მათ შორის ლეონარდო დიკაპრიოს და ალ გორს.

დაახლოებით 800-მდე მეცნიერმა ტრამპს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ისინი აღნიშნავდნენ, რომ კლიმატური ცვლილებები ამერიკის ეკონომიკას, ეროვნულ უსაფრთხოებას და ჯანდაცვას საფრთხეს უქმნის. ისინი ტრამპისგან ითხოვდნენ იმის აღიარებას, რომ კლიმატური ცვლილებები რეალური საფრთხეა და რომ ის არ აპირებს ობამას „სუფთა ენერგიის გეგმის“ შეწყვეტას.

XS
SM
MD
LG