სირიელი ამბოხებულები, რომლებიც ალყაშემორტყმულ ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში იმყოფებიან ხუთდღიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ითხოვენ, რათა ტერიტორიიდან მშვიდობიან მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინონ. ამბოხებულებმა მოთხოვნა მას შემდეგ წამოაყენეს რაც სირიის მთავრობის ძალებმა რუსეთის დახმარებით ალეპოს ისტორიული ნაწილის 3/4 დაიკავეს.
ქალაქი 2012 წლიდან ამბოხებულთა კონტროლის ქვეშ იყო. ოპოზიციური ძალების თქმით, დაახლოებით 500 ადამიანს სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რომელთა ევაკუაციაც გაერომ უნდა მოახდინოს. ასადის რეჟიმს ჯერ-ჯერობით ამბოხებულების წინადადებაზე არ უპასუხია. როგორც ცნობილია, რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებდა, კიდევ ერთხელ დაბლოკეს.
ალეპოს ოპერაცია, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი წარმატებაა. ასადს სამხედრო ოპერაციის წარმართვაში რუსეთი უჭერს მხარს. სირიის მთავრობასა და მეამბოხეებს შორის უკვე ხუთი წელია გრძელდება.
სირიელი ამბოხებულები ხუთდღიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ითხოვენ

პოპულარული
1