ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ მისი ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა შეაფასა


პრეზიდენტი ბარაკ ობამა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მისი ბოლო საჯარო გამოსვლა საკუთარი ადმინისტრაციის ანტი-ტერორისტული პოლიტიკაზე საუბარს დაუთმო. მან იმ პრინციპებზე ისაუბრა, რომლებიც ობამას აზრით, მომავალი ადმინისტრაციისთვის თავდაცვის პოლიტიკის კუთხით ცენტრალური თემები უნდა იყოს. ფლორიდის ქალაქ ტამპაში, ჯარისკაცებთან საუბრისას, ობამამ განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის განმავლობაში, ამერიკის ტერიტორიაზე არცერთ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციას, არ განუხორციელებია ტერორისტული აქტი.

ობამა ასევე შეეხო ალ-ყაიდასთან ბრძოლას და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოხდა ოსამა ბინ-ლადენის ლიკვიდაცია. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ავღანეთში 180,000-დან 15,000-მდე შეამცირა. პრეზიდენტის თქმით, მისი განზრახვა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საომარ ზონებში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირება და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება იყო. ამ კუთხით.

44-ე პრეზიდენტმა, ასევე აღიარა, რომ დრონებით განხორციელებულ დარტყმებს ზოგიერთ შემთხვევაში მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. თუმცა მან ასევე დასძინა, რომ ეს ტერორიზმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზაა, ადგილზე სამხედროების განთავსებისა შემდეგ.

XS
SM
MD
LG