ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლანდის განცხადებით ის მეორე ვადით პრეზიდენტის პოსტზე კენჭს აღარ იყრის


საფრანგეთის პერზიდენტი, ფრანსუა ოლანდი
საფრანგეთის პერზიდენტი, ფრანსუა ოლანდი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ის აღარ იყრის კენჭს საფრანგეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. ოლანდი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საფრანგეთის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია. მისი არაპოპულარობის მიზეზი გადასახადების გაზრდა და ტერორიზმის საფრთხესთან ვერ გამკლავებაა.

ამასთანავე, ოლანდი საფრანგეთის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც არ ეცდება მეორე ვადით ხელისუფლებაში მოსვლას. მის გამოსვლაში ოლანდმა აღნიშნა, რომ მას ესმის ის რისკები რასაც მისი გადაწყვეტილება შეიცავს და ამომრჩეველს შეახსენა, რომ მარინ ლე პენის ნაციონალური ფრონტის პოპულარობის ზრდა საფრთხის მომასწავლებელია.

ამასთანავე, როგორც 27 ნოემბერს გაირკვა, მემარჯვენე რესპუბლიკური პარტიის სახელით ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი იბრძოლებს. ფიიონმა პარტიის შიდა პრაიმერში მეტოქე ალენ ჯუპე დაამარცხა. ფიიონის მეტოქე ულტრა მემარჯვენე მარინ ლე პენი იქნება. თუ ვინ ჩაანაცვლებს ფრანსუა ჰოლანდს პრეზიდენტობის კანდიდატად, 2017 წლის არჩევნებში ჯერ კიდევ უცნობია. ოლანდის არაპოპულარობამ საფრანგეთის პოლიტიკის მემარცხენე ფრთა საგრძნობლად შეასუსტა.

XS
SM
MD
LG