ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მინესოტის შტატში პოლიციელმა მამაკაცი მოკლა


მინესოტის შტატში პოლიციის ოფიცერმა მანქანა გატეხილი უკანა ფარის გამო გააჩერა და 32 წლის შავკანიანი მძღოლი მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრა.

ფილანრო კასტილის ვინაობას ოფიციალური პირები ჯერ არ ადასტურებენ. მისი ნათესავების ინფორმაციით, კასტილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ის საჯარო სკოლაში მუშაობდა. ინციდენტის დროს მასთან ერთად მანქანაში მეგობარი ქალი და 7 წლის გოგონა ისხდნენ.

მეგობარმა ქალმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დაჭრილი მამაკაცი ჩანს. პოლიციას ამ ვიდეოს ავთენტურობა ჯერ არ დაუდასტურებია. ინციდენტში მონაწილე ოფიცერი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს. მიმდინარეობს გამოძიება.

მინესოტის ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, ლუიზიანაში, პოლიციამ კიდევ ერთი შავკანიანი მამაკაცი მოკლა. ალტონ სტერლინგის პოლიციასთან დაპირისპირების ვიდეო სოციალურ ქსელებში გარცელდა. ბატონ-რუჟში ინციდენტის შემდეგ საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა.

XS
SM
MD
LG