ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელში შიშობენ, რომ ბრექსიტი გადამდები იქნება


ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ ბრიუსელი შიშობს, რომ ევროპის კავშირის დატოვების სურვილი სხვა წევრ სახელმწიფოებსაც გაუჩნდება. მოზღვავებული იმიგრაციის და სუვერენიტეტის გამო შეშფოთება სხვა სახელმწიფოებშიც, მათ შორის საფრანგეთში, იტალიაში და ჰოლანდიაშიც იზრდება.

ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ბრექსიტის მსგავსი რეფერენდუმის ჩატარებას ჰოლანდიელთა ნახევარი ემხრობა. მარინ ლე-პენი, საფრანგეთის ულტრა-მემარჯვენე პარტიის „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი რეფერენდუმის ჩატარებას საფრანგეთშიც ითხოვს და ამბობს, რომ მათ „ბრიტანეთთან შედარებით ათასჯერ მეტი მიზეზი აქვთ, რომ ევროპის კავშირი დატოვონ“. რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნით იტალიაში მოქმედი არაერთი ლიდერი გამოდის, მათ შორისაა ბიპე გრილოც, რომელიც აცხადებს, რომ ბრიტანელთა რეფერენდუმი „ევროპის კავშირის ჩავარდნაზე მიუთითებს“.

XS
SM
MD
LG