ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კომენტარი, რომელმაც დემოკრატები და რესპუბლიკელები გააერთიანა


საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რაღაც 5 თვით ადრე წინასაარჩევნო დინამიკაში დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიას შორის იშვიათი ერთსულოვნებაა. ორივე პარტიის წევრები გმობენ რესპუბლიკელთა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ კომენტარებს, რომელიც მან „ტრამპის უნივერსიტეტის“ საქმეზე მომუშავე მოსამართლის ეთნიკურ წარმომავლობასთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები ტრამპის შეფასებებს „რასისტულს“ უწოდებენ. მილიარდერმა უძრავი ქონების მაგნატმა ამერიკელ მოსამართლეს „მექსიკური წარმომავლობა“ გაუხსენა და მისი უნივერსიტეტის საწინააღმდეგოდ წარსულში გამოტანილი განაჩენი სწორედ ამით ახსნა. ტრამპის კომენტარი არაკორექტული იმის გამოც იყო, რომ გონსალო კურიელი შეერთებულ შტატებში დაიბადა და გაიზარდა.

XS
SM
MD
LG