ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ დედებში მშობიარობის ასაკი იცვლება


თინეიჯერი და 30 წლამდე ახალგაზრდა დედების რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში თანდათან მცირდება. მთავრობის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2015 წელს მათი რეკორდულად მცირე რაოდენობა დაფიქსირდა. სამაგიეროდ, ზედიზედ 5 წელია იზრდება იმ დედათა რაოდენობა, რომლებიც შვილებს 30 წლის შემდეგ აჩენენ. გასულ წელს 40-დან 44 წლამდე ასაკის ქალებში მშობიარობამ 4 პროცენტით მოიმატა.

დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების წინასწარი მონაცემებით, შარშან 15-დან 19 წლამდე ასაკის გოგონებში შობადობამ 8 პროცენტით იკლო და 1991 წელთან შედარებით ჯამში 64-პროცენტიანი კლება აჩვენა. გასულ წელს 20-დან 24 წლამდე დედებში შობადობამ - 3 პროცენტით, 25-დან 29-მდე კი ერთი პროცენტით იკლო. სულ ამერიკაში 2015 წელს 3 მილიონ 980 ათასი ბავშვი დაიბადა, შარშანდელთან შედარებით ოდნავ ნაკლები.

საკეისრო გაკვეთის საშუალებით მშობიარობის ფაქტები უკვე მესამე წელია იკლებს და საერთო მონაცემი 32 პროცენტით შემცირდა. ასევე ზედიზედ რამდენიმე წელია მცირდება ქორწინების გარეშე შვილის გაჩენის შემთხვევები. გასულ წელს კლებამ 1 პროცენტი შეადგინა.

შარშან ბიჭის ყველაზე პოპულარული სახელები იყო ნოე, ლიემი, მეისონი, იაკობი და უილიამი. გოგონების კი - ემა, ოლივია, სოფია, აივა და იზაბელა.

XS
SM
MD
LG