ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიაში მარჯნის რიფების განადგურება გრძელდება


ჯეიმს კუკის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში მარჯნის რიფების მესამედი განადგურდა. ბოლო 18 წლის მანძილზე მიმდინარე პროცესებში ეს ყველაზე „ექსტრემალური“ მოვლენა იყო - ამბობს ტერი ჰაგისი, უნივერსიტეტში რიფების შესწავლის ცენტრის დირექტორი.

მისი თქმით, 84 გადარჩენილი მარჯნის რიფის 35 პროცენტი ან უკვე განადგურდა, ან კვდება. მეცნიერები ბოლო ათწლეულებში განვითარებულ მოვლენებს კლიმატურ ცვლილებებს, გლობალურ დათბობას და ელ-ნინიოს უკავშირებენ, რომლის შედეგადაც წყნარი ოკეანის ამ ნაწილში წყლის ტემპერატურა მატულობს.

XS
SM
MD
LG