ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩარლსტონში ტრამპს აპლოდისმენტებით შეეგებნენ


დასავლეთ ვირჯინიის შტატში ამერიკის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატებს განსხვავებულად შეხვდნენ. მიზეზი მათი მხრიდან ქვანახშირის ინდუსტრიისადმი დამოკიდებულება იყო, რომელშიც შტატის 16 ათასი მოქალაქეა დაკავებული. ისინი 7 მილიარდი დოლარის ოდენობის ქვანახშირს აწარმოებენ და გადასახადებში წლიურად ასობით მილიონ დოლარს იხდიან.

„თუ გავიმარჯვე, მაღაროელებს უკან დავაბრუნებ და თქვენ საკუთარი პრეზიდენტით ისე იამაყებთ!“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა, რომლის გამოსვლას დიდი აპლოდისმენტები მოჰყვა. ჰილარი კლინტონს კი შტატის მოსახლეობასთან შეხვედრისას თავის მართლება და ბოდიშის მოხდა მოუწია. მარტში გარემოს დაცვის და სუფთა ენერგიის წყაროებით დივერსიფიცირების აუცილებლობის თემაზე საუბრისას, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ბევრი ქვანახშირის ბიზნესი დაიხურება და მაღაროელები უმუშევრად დარჩებიან.

XS
SM
MD
LG