ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი ნატოს ქმედების პასუხად საზღვრებს გააძლიერებს


სერგეი შოიგუ
სერგეი შოიგუ

რუსეთი აცხადებს, რომ ქვეყნის საზღვრებზე ჯარის დამატებით ნაწილებს განალაგებს. კრემლი ამ ნაბიჯს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პასუხად განიხილავს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, წლის ბოლომდე დასავლეთის სამხედრო უბანზე არმიის ორი ახალი დივიზია შეიქმნება, ერთი კი სამხრეთის მიმართულებით ჩამოყალიბდება. ამ ეტაპზე მათი დისლოკაციისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ეშტონ კარტერის მიერ კვირის განმავლობაში გაკეთებული განცხადებით, ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში დაახლოებით 8 ათასიანი შემადგენლობა ეყოლება.

XS
SM
MD
LG