ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ობამამ ლათინურ ამერიკაში ვიზიტები დაასრულა


პრეზიდენტი ობამა, ლათინურ ამერიკაში ვიზიტის შემდეგ თეთრ სახლში ბრუნდება. ამ მოგზაურობის ფარგლებში არგენტინაში შეჩერება და კუბაში ისტორიული ვიზიტი შედიოდა, სადაც ის პრეზიდენტ რაულ კასტროს შეხვდა.

ობამა, მისი მეუღლე, ორი ქალიშვილი და სიდედრი, საპრეზიდენტო თვითმფრინავით, ბუენოს აირესის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს დილით გამოფრინდნენ.

ობამამ თქვა, რომ შეერთებული შტატები ერიდებოდა არგენტინის ყოფილი დიქტატურის დროს ჩადენილი ბოროტმოქმედების შესახებ ხმამაღლა საუბარს, მაგრამ მისი ადმინისტრაცია „წარსულს პატიოსნად და გამჭვირვალედ დაუპირისპირდება.“

XS
SM
MD
LG