ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქ ჟურნალისტებს სამუდამო პატიმრობა ემუქრება


დღეს თურქეთში ორი ჟურნალისტის სასამართლო მიმდინარეობს. ჟურნალისტებს სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას და ტერორისტული ორგანიზაციისადმი დახმარებას სდებენ ბრალად, რაც მათ მიერ, სირიის მისამართით იარაღის სავარაუდო კონტრაბანდის შესახებ რეპორტაჟით გამოიხატა.

გაზეთ „ჯუმჰურიეთის“ ჟურნალისტებს, ქენ დუნდარს და ერდემ გულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

მათ ბრალად 2014 წლის იანვარში გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება ედება, რომელზეც სირიის მიმართულებით მოძრავი სატვირთო მანქანებია აღბეჭდილი, რაც გაზეთის თანახმად, თურქეთის მიერ სირიაში იარაღის კონტრაბანდული გზით შეტანას ამტკიცებს.

XS
SM
MD
LG