ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ძალები მოსულზე იერიშს იწყებს


ერაყის ძალებმა ქურთი პეშმერგას მებრძოლების მხარდაჭერით, იერიში მიიტანეს ქალაქ მოსულში გამაგრებულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოზე”. ისინი ამ ნაბიჯს ქალაქ მოსულის გათავისუფლების პირველ ეტაპად განიხილავენ.

ბრძოლა დღეს დილით დაიწყო. მასში ერაყელთა ორი ბრიგადა მონაწილეობს. ერთი მათგანი ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი მე-15 დივიზიაა, რომელმაც იერიში მოსულის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ექვს სოფელზე მიიტანა. ბრძოლებში ასევე მონაწილეობენ სუნიტებისგან შემდგარი ქვედანაყოფები, რომელთა საომარ ქმედებაში ჩართვა პეშმერგას მეთაურების აზრით, კრიტიკული მნიშვნელობისაა.

XS
SM
MD
LG