ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარლანდი სენატის დემოკრატ ლიდერებს ხვდება


დღეს ამერიკის პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე წარდგენილი მოსამართლე სენატში დემოკრატ ლიდერებს ხვდება. როგორც ცნობილია, ფედერალური მოსამართლე მერიკ გარლანდი ცენტრისტული შეხედულებებით გამოირჩევა.

პირველი შეხვედრა სენატის იურიდიულ კომიტეტში სენატორ პატრიკ ლეჰისთან გაიმართება, შემდეგ კი მერიკ გარლანდი სენატის უმცირესობის ლიდერს ჰარი რიდს ხვდება. რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს წევრის შერჩევასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არანაირ ნაბიჯს არ გადადგამენ. სენატის რესპუბლიკელების აზრით, ობამამ მოსამართლის ნომინირების პრეროგატივა ამერიკის შემდეგ პრეზიდენტს უნდა დაუტოვოს.

XS
SM
MD
LG