ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უთანხმოება ანკარას და ვაშინგტონს შორის


პირველ თებერვალს ამერიკის უმაღლესი დიპლომატიური წარმომადგენლის სირიის სასაზღვრო ქალაქ ქობანიში ვიზიტთან დაკავშირებით ანკარას და ვაშინგტონს შორის უთანხმოება გაჩნდა. პრეზიდენტ ობამას საგანგებო დესპანი ბრეტ მაკგურკი თებერვლის დასაწყისში იქ სირიელ ქურთ ლიდერებს შეხვდა. მათ შორის იყვნენ ქურთთა დემოკრატიული კავშირის პარტიის ლიდერები. ორგანიზაციის, რომელიც ქურთისტანის მუშათა პარტიის ბაზაზე შეიქმნა. ამ უკანასკნელს კი ანკარა ტერორისტულ დაჯგუფებად თვლის.

ამერიკელ დესპანს თურქი ოფიციალური პირებისთვის განმარტებების გაკეთება უწევს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა მისი ვიზიტის შემდეგ შეტაკებები ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილ ორ ძალას შორის. ესენია თავისუფალი სირიის არმია და ჩრდილოეთ სირიაში მებრძოლი ქურთების ქვედანაყოფები.

XS
SM
MD
LG