ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპი ფრანცისკე ყურადღებას მიგრაციის კრიზისზე ამახვილებს


რომის პაპი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ტურს აგრძელებს. “კმარა სიკვდილი. კმარა ექსპლუატაცია” - განაცხადა მექსიკაში მყოფმა პაპმა ფრანცისმა ოთხშაბათის წირვაზე.

მექსიკაში ხუთდღიანი ვიზიტის დასასრულს ბოლო წირვა მან ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარის მახლობლად ჩაატარა. რომის პაპმა წუთიერი დუმილით მიაგო პატივი ათასობით დაღუპული ემიგრანტის ხსოვნას, რომლებიც ამერიკის საზღვარზე გადასვლისას დაიღუპნენ. პაპმა ფრანცისკემ დიდი მწუხარება გამოთქვა მთელი მსოფლიოს მიგრანტთა ბედის გამო, რომელთაც უკეთესი ცხოვრების მოლოდინში წინ უამრავი დაბრკოლების გადალახვა და განსაცდელი ელით.

XS
SM
MD
LG