ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას კუბაში ვიზიტის გეგმა რესპუბლ კანდიდატებს არ მოსწონთ


საპრეზიდენტო კანდიდატებმა ტედ კრუზმა და მარკო რუბიომ გუშინ საღამოს ამომრჩევლებთან რესპუბლიკელი კანდიდატების შეხვედრაზე იერიში ამერიკის ლიდერზე მიიტანეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მათ გამოსვლამდე სულ რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მარტში კუბაში ვიზიტს გეგმავს.

ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" მიერ სამხრეთ კაროლინის შტატში ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცა, წარმოშობით კუბელმა ორივე საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ ისინი კომუნისტურ კუბაში არ წავლენ. ფლორიდის სენატორ მარკო რუბიოს თქმით, ის კუბას მხოლოდ იმ შემთხვევაში ესტუმრება, თუ ქვეყანა თავისუფალი გახდება. რუბიოს მშობლებმა ქვეყანა გასული საუკუნის 50-იან წლებში დატოვეს, მაშინ როცა კუბაში ფიდელ კასტრო ჯერ კიდევ არ იყო ხელისუფლებაში მოსული. ანალოგიური განცხადება გააკეთა ტეხასის სენატორმა ტედ კრუზმა. მისი თქმით, “ვიდრე კასტროები ძალაუფლებაში რჩებიან”, ის კუბას არ ეწვევა.

XS
SM
MD
LG