ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ჰუმანიტარული კრიზისი ღრმავდება


გაერო შიშობს, რომ სირიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ალეპოში სამთავრობო ძალების შემდგომი დაწინაურების შემთხვევაში, 300 ათასამდე ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელი აღარ მიუწვდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი დახმარებას ისედაც მოწყვეტილია. მოვლენების ამ მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, დევნილთა რაოდენობა ალეპოდან სავარაუდოდ დამატებით 100-დან 150 ათასი ადამიანით გაიზრდება.

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი სამთავრობო ძალები ბოლო კვირის მანძილზე ალეპოსკენ წარმატებით მიიწევენ. რუსეთის სამხედრო ავიაცია ჩრდილოეთ სირიის დასახლებებს უკვე რამდენიმე დღეა ბომბავს. ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია გვირაბებში და დროებით თავშესაფარში დაიმალოს.

XS
SM
MD
LG