ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ამერიკელ პატიმრებს ათავისუფლებს


ირანის მიერ გათავისუფლებული ერთი ამერიკელი შინ კვირა საღამოს დაბრუნდა, სხვები კი გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო დახმარებას ღებულობენ.

„ბოსტონ გლოუბ“-მა მეთიუ ტრევითიკის და მისი დედის ბოსტონის აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის თურქეთიდან ჩაფრინდა. მეტიუ ირანის ევინის საპყრობილეში, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ჯერ კიდევ გაურკვეველი მიზეზით ჰყავდათ დატყვევებული.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კვირას თქვა, რომ ტრევითიკი და კიდევ ერთი ამერიკელი, ნოსრათოლა ხოსრავი-რუდსარი, „ირანში უსამართლოდ იყვნენ დაკავებულნი“.

XS
SM
MD
LG