ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი ამერიკელი მეზღვაურების სანავიგაციო პრობლემას ხსნის


ამერიკის საზღვაო ძალები აცხადებს, რომ ირანის მიერ გასულ კვირას 10 ამერიკელი სამხედრო პირის დაკავება მათი ნავის საწვავით გამართვას და ძრავის პრობლემას უკავშირდება.

ამერიკის საზღვაო ძალების ორი ნავი და მათ ეკიპაჟი ირანის რევოლუციურმა გვარდიამ 16 საათით დააკავა.

ამერიკელი მეზღვაურები ირანის ტერიტორულ წყლებში სპარსეთის ყურეში შევიდნენ. ამერიკის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ რამდენიმე ტექნიკური პრობლემის გამო მეზღვაურები არასასურველ ადგილზე აღოჩნდნენ. ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

XS
SM
MD
LG