ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დახმარების მეორე რაუნდი გაიგზავნა


ალყაში მყოფი სირიის ქალაქებისკენ დღეს ჰუმანიტარული ტვირთით სავსე კიდევ ერთი კოლონა დაიძრა. კვირის დასაწყისში, დახმარების პირველ ეტაპზე საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციამ გაეროსთან და სირიის წითელ ნახევარმთვარესთან პარტნიორობის შედეგად, მოშიმშილე ქალაქებში საკვები, მედიკამენტები და თბილი გადასაფარებლები ჩაიტანა.

სამთავრობო ძალების მიერ ალყაშემორტყმულ სამ ქალაქს შორისაა ქალაქი მადაია. მასში დაახლოებით 42 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქს სირიელი ამბოხებულები აკონტროლებენ და პოზიციებს არ თმობენ. ის უკვე რამდენიმე თვეა ხელისუფლების არმიამ ბლოკადაში მოაქცია. გაეროს ცნობით, მადაიაში ადამიანები შიმშილით და სამედიცინო მომსახურების არარსებობის გამო იღუპებიან, თუმცა სირიის ელჩი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.

XS
SM
MD
LG