ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანს და საუდის არაბეთს შორის დაძაბულობა იზრდება


საუდის არაბეთს და ირანს შორის არსებული დიპლომატიური კრიზისი დღეს კიდევ უფრო გაღრმავდა. თეირანმა საუდის არაბეთიდან იმპორტი აკრძალა და რიადს ბრალი დასდო იმაში, რომ იემენში ირანის საელჩოზე მიტანილი საჰაერო იერიში წინასწარ იყო დაგეგმილი.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის ჰოსეინ ჯაბერ ანსარის განცხადებით, ეს ინციდენტი “დიპლომატიური მისიების დაცვის თაობაზე მიღებული ყველა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევაა.”

საუდის არაბეთი იემენში საჰაერო იერიშებით შიიტი ამბოხებულების წინააღმდეგ იბრძვის. თეირანის ოფიციალურ განცხადებასთან დაკავშირებით, რიადი კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, სანააში მდებარე ირანის საელჩოში არიან დაშავებულები, თუმცა ინციდენტის გამო არავინ დაღუპულა.

XS
SM
MD
LG