ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰიტლერის "ჩემი ბრძოლა" გერმანიაში გაყიდვაში შევიდა


ადოლფ ჰიტლერის ნახევრად ავტობიოგრაფიული წიგნი “ჩემი ბრძოლა” ამ კვირაში გერმანიასა და სხვა ქვეყნებში გაყიდვაში შედის. წიგნის ახალი გამოცემა ანოტირებულია.

წიგნზე საავტორო უფლება 1945 წლიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე ბავარიას ჰქონდა და ნაცისტების მსხვერპლისთვის პატივის მისაგებად მისი გადაბეჭდვის უფლებას არავის აძლევდა. 1 იანვარს წიგნი საჯარო საკუთრება გახდა და მასზე საავტორო უფლებები მოიხსნა.

ებრაულმა თემმა განაცხადა, რომ წიგნი იმ ბოროტებაზე გვახსენებს, რომელიც ამ წიგნმა ადამიანებს შთააგონა. ჰიტლერის წიგნი გერმანიაში აკრძალული არ არის. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ 800 გვერდიანი წიგნის ანოტირებული ვერსიის გამოქვეყნება მის შესახებ დღემდე არსებული მისტიკის გაქრობას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG