ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საახალწლო ღონისძიებები გაძლიერებული უსაფრთხოებით


საახალწლოდ ნიუ-იორკი კრისტალის ბურთს ამზადებს

სადღესასწაულო მზადების მიუხედავად, ტერორიზმის საშიშროების გამო, საახალწლოდ მთელი მსოფლიოს დიდ ქალაქებში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მიიღეს. ფოიერვერკების მთავარი, საახალწლო სანახაობა გაუქმდა პარიზსა და ბრიუსელში. ტერორიზმის საფრთხის გამო ბელგიის დედაქალაქში დღეს 6 ადამიანი დააკავეს, რომლებიც საახალწლო ზეიმისთვის დაგეგმილ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით იკითხებიან.

საფრთხის მიუხედავად, საახალწლო დღესასწაული ბევრ დიდ ქალაქში გაიმართება. პირველი ახალ, 2016, წელს ავსტრალიის დედაქალაქში ეგებებიან, სადაც წელს ყველაზე დიდი ფოიერვერკი იგეგმება. 7 ტონის მოცულობის პიროტექნიკით მოწყობილი 12-წუთიანი სანახაობა ავსტრალიას 5.1 მილიონი ამერიკული დოლარი უჯდება.

მთავარი საახალწლო ტრადიციული ზეიმი გაიმართება ნიუ-იორკშიც, სადაც უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მიიღეს. ტაიმ-სკვერზე დაგეგმილ ღონისძიებას ათასობით პოლიციელი დაიცავს. მათ დასახმარებლად მანჰეტენზე გაწვრთნილი ძაღლები ჰყავთ გამოყვანილი.

XS
SM
MD
LG