ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უამინდობის გამო ამერიკაში 6 ადამიანი დაიღუპა


ბრუკლინის ხიდი, ნიუ იორკი. 23 დეკემბერი, 2015წ.
ბრუკლინის ხიდი, ნიუ იორკი. 23 დეკემბერი, 2015წ.

შეერთებული შტატების კლიმატის ეროვნული სამსახურის ცნობით, ოთხშაბათს ქვეყანაში მკაცრი კლიმატური პირობების შედეგად, სულ ცოტა, 6 ადამიანი დაიღუპა. საუბარია 4 შტატზე: არკანზასი, მისისიპი, ლუიზიანა და ტენესი. ორგანიზაცია აღნიშნულ შტატებში შექმნილ სიტუაციას ხშირი გრიგალების და ჭექა-ქუხილის გამო, “საშიშად” აფასებს.

ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე ზამთარი უჩვეულოდ თბილია. ამერიკის რამდენიმე ნაწილში, მათ შორის აღმოსავლეთ შტატებში, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ზამთრის დასაწყისის მაგივრად, ამინდი ბევრად უფრო წააგავს გვიანი გაზაფხულის დღეებს. 24 დეკემბერს, შობის წინა დღეს, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში და ფილადელფიაში დღის განმავლობაში ტემპერატურა 22 გრადუსს აღწევს.

XS
SM
MD
LG