ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნოემბერი ამერიკული ეკონომიკისთვის სტაბილური თვე იყო


ნოემბრის თვეში ამერიკის ეკონომიკას 211 000 ახალი სამუშაო ადგილი დაემატა. უმუშევრობა ბოლო შვიდნახევარი წლის მანძილზე ყველაზე დაბალ, 5-პროცენტიან ნიშნულზე რჩება.

შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დღეს გამოცემული ანგარიშის მიხედვით, ახალი სამუშაო ადგილები ძირითადად სამშენებლო, პროფესიული მომსახურების და ჯანდაცვის სექტორში შეიქმნა. სამსახურების შემცირება მაღაროების და მედიის სფეროებში დაფიქსირდა. 7.9 მილიონი ამერიკელი ჯერ კიდევ უმუშევარი რჩება, 6.1 მილიონს კი მუშაობა მხოლოდ ნახევარი განაკვეთით შეუძლია. ხელფასები გასულ წელს საშუალოდ 2.3 პროცენტით გაიზარდა, რაც მცირედით აღემატება ინფლაციის მონაცემს.


XS
SM
MD
LG