“ფეისბუქის” შემქმნელმა და მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა მარკ ზაკერბერგმა და მისმა მეუღლე პრისილა ჩენმა მსოფლიოს ერთი კვირის წინ დაბადებული შვილი პირლველად წარუდგინეს. ჩვილი გოგონას გაცნობასთან ერთად, მათ 45 მილიარდი დოლარის ოდენობის ინიციატივა გამოაცხადეს, რომელიც მსოფლიოში მათი შვილის თაობის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
მაქსისთვის მიძღვნილ წერილში, ზაკერბერგმა და ჩენმა პირობა დადეს, რომ სიცოცხლის განმავლობაში “ფეისბუქის” საკუთარი აქციების 99%-ს ქველმოქმედებაში გასცემენ. ეს თანხა “პერსონალიზებულ განათლებას, დაავადებების განკურნვას, ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას და ძლიერი თემების შექმნას” მოხმარდება.
ამ გადაწყვეტილებით ზაკერბერგი და ჩენი ინიციატივას “პირობის დადება” შეუერთდნენ. ინიციატივაში მონაწილე ადამიანები მილიარდერები არიან, რომლებიც პირობას დებენ, რომ საკუთარი ქონების ნახევარზე მეტს ქველმოქმედებისთვის გაიღებენ. ინიციატივაში მონაწილეობს ნიუ იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი, ბილ და მელინდა გეიტსები, ვორენ ბაფეტი, ელონ მასკი და რიჩარდ და ჯოან ბრანსონები.