ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალიში მძევლების კრიზისი დასრულდა


მალიში დაკავებული მძევლები გათავისუფლებული არიან. დღეს რამდენიმე საათის წინ, სულ ცოტა ოთხმა ტერორისტმა, რომლებიც ისლამისტურ მოწოდებებს ყვიროდნენ, ბამაკოში მდებარე სასტუმროში 170-მდე მძევალი აიყვანეს. მათ შორის სამი მოკლულია.

თავდაპირველად ტერორისტებმა 80 მძევალი გამოუშვეს. გავრცელებული ინფორმაციით ეს იყვნენ ადამიანები, ვინც ყურანის ციტირება შეძლო. სასტუმრო მთელი დღის მანძილზე გაეროს და მალის უსაფრთხოების ძალებით იყო გარშემორტყმული. საფრანგეთმა მალის დასახმარებლად გასამხედროებული ჯგუფი გააგზავნა, რომელიც მძევლების გათავისუფლებაზე სპეციალიზდება. მალი საფრანგეთის ყოფილი კოლონიაა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

XS
SM
MD
LG