ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის მინისტრები საზღვრების კონტროლზე მსჯელობენ


დღეს ბრიუსელში ევროპის კავშირის იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრები პარიზის ტერაქტების საპასუხოდ საზღვრებზე უსაფრთხოების გამკაცრების გზებს განიხილავენ. ბერნარ კაზნევი, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის არცერთმა ქვეყანამ არ შეატყობინა მათ იმის შესახებ, რომ აბდელჰამიდ აბაუდი, ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი ბლოკის ქვეყნებში შევიდა.

ბერნარ კაზნევის თქმით, „ევროპა სასწრაფოდ უნდა გამოფხიზლდეს და ორგანიზებულად მიხედოს ტერორისტული საფრთხისგან თავის დაცვის საქმეს“. საფრანგეთის პროკურატურის განცხადებით, პარიზის გარეუბანში ჩატარებული რეიდის შედეგად შენობაში კიდევ ერთი ქალის გვამი იპოვეს, რომლის ამოცნობაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდელსლამის ძებნა ისევ გრძელდება.

XS
SM
MD
LG