ისრაელის ჯაშუში 61 წლის ჯონათან პოლარდი 30-წლიანი პატიმრობის შემდეგ ამერიკული ციხიდან გაათავისუფლეს - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „სამი გრძელი და რთული დეკადის შემდეგ ჯონათანი როგორც იქნა საკუთარ ოჯახთან ერთადაა“.
1987 წელს ჯონათან პოლარდს ამერიკის თავდაცვის საიდუმლო დოკუმენტების ისრაელისთვის მიყიდვის შესახებ ბრალის აღიარების შემდეგ, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ისრაელმა მას 1995 წელს მოქალაქეობა მიანიჭა. პოლარდი ამერიკის საზღვაო ძალებში სამოქალაქო პირის სტატუსით მუშაობდა და საგამოძიებო სამსახურების ანალიტიკოსის თანამდებობა ეკავა.