ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ოცეული კვირას ანტალიაში შეიკრიბება


მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე 20 ქვეყნის ლიდერები მორიგ სამიტზე იკრიბებიან. უმაღლესი დონის შეხვედრებზე საუბარი შედგება ურთიერთთანამშრომლობაზე ეკონომიკის და გადასახადების სფეროში, მიგრანტთა კრიზისის, კლიმატური ცვლილებების და რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან საკითხზე.

დიდი ოცეულის სამიტი თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში კვირას დაიწყება და ორ დღეს გასტანს. მასში მონაწილეობას სახელმწიფო ლიდერებთან ერთად, 20 ქვეყნის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებიც მიიღებენ. დიდი ოცეულის ქვეყნების ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის 85 პროცენტს, ვაჭრობის 75 პროცენტს და მოსახლეობის 2/3-ს შეადგენს.

XS
SM
MD
LG