ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

271 000 ახალი სამუშაო ადგილი


ამერიკის ეკონომიკას ოქტომბერში 271 ათასი ახალი სამუშაო ადგილი დაემატა, რაც გასული სამი თვის მანძილზე დაფიქსირებულ შენელებულ მატებასთან შედარებით, კარგი მაჩვენებელია. შეერთებული შტატების ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელმაც პროცენტის მეათედით დაიკლო.

ანალიტიკოსები პროგნოზებს გაცილებით ნაკლები სამუშაო ადგილების შესახებ აკეთებდნენ. ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ჯანეტ იელინი ამბობს, რომ ამერიკის ეკონომიკა მთლიანობაში ჯანმრთელად გამოიყურება.

XS
SM
MD
LG