ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გადატრიალება "მიკერძოებული პოლიტიკის" გამო


გენერალი ჟილბერტ დიენდერე აცხადებს, რომ ბურკინა-ფასოშისამხედრო გადატრიალების ორგანიზება მიკერძოებული პოლიტიკური პროცესების გამო მოხდა.

ბურკინა-ფასოში მომხდარი გადატრიალების მეორე დღეს, ქვეყნის ახლადჩამოყალიბებული მმართველი საბჭო აცხადებს, რომ პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის სიცოცხლე საფრთხეში არ არის. ისინი ამჟამად სამხედროთა მეთვალყურეობის ქვეშ არიან და მალე გათავისუფლდებიან.

განცხადება ბრიგადის გენერალმა ჟილბერტ დიენდერემ „ამერიკის ხმისთვის“ ხუთშაბათს მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ოთხშაბათს ბურკინა-ფასოს სამხედრო მაღალჩინოსნებმა ქვეყნის გარდამავალი მთავრობა ჩამოაგდეს და პოლიტიკური ლიდერები დააკავეს. გენერალი აცხადებს, რომ სამხედრო გადატრიალების ორგანიზება მიკერძოებული პოლიტიკური პროცესების გამო მოხდა. დიენდერეს თქმით, ის პოლიტიკურ დიალოგს დაიწყებს, რომელშიც მონაწილეობას ყველა მხარე მიიღებს.

11 ოქტომბერს ბურკინა-ფასოში ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები იყო დანიშნული. ამ ეტაპზე გაურკვეველია, თუ რა ბედი ეწევა დაგეგმილ არჩევნებს. თეთრმა სახლმა ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში გადატრიალების ფაქტი მკაცრად დაგმო და ის „ძალაუფლების არაკონსტიტუციური გზით ხელში ჩაგდებად“ შეაფასა.

XS
SM
MD
LG