ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის მოლაპარაკებები პროგრესის გარეშე


საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა პარიზში

უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის გეგმისადმი მხარდაჭერა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინის დანაყოფებს შორის ბრძოლები საფრთხეს უქმნის ამ შეთანხმებას.

„იმედი მაქვს, რომ დღეს გამართულ დისკუსიაზე შევძელით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსრულების გზების პოვნა. ამას მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე ვერ გადავწყვეტთ, ახლა ეუთოდან სამხედრო ექსპერტების ჩართულობა გვჭირდება,“ განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-უოლტერ შტაინმაიერმა.

მინსკის შეთანხმების მიხედვით მხარეებმა ცეცხლი უნდა შეწყვიტონ და კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკა გაიყვანონ, რასაც შემდეგ კონფლიქტის რეგიონის უკრაინის კანონმდებლობით განსაზღვურლი ავტონომია უნდა მოჰყვეს.

დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად შეთანხმება არ შესრულდა. ბოლო მოლაპარაკებების წინ უკრიანის მთავრობა სეპარატისტების მიერ საარტილერიო თავდასხმებზე იუწყებოდა.

კონფლიქტის ხაზზე ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეების უფრო მეტი კონტროლია საჭირო. დონბასში სეპარატისტები ტაქტიკურ დონეზე რუსეთის მთავრობის მიერ უფრო მეტად უნდა კონტროლდებოდნენ. ასევე კიევისგან და ვაშინტონისგ მეტი კონტროლი სჭირდებათ უკრაინულ დანაყოფებს.
დიმიტრი ტრენინი, კარნეგის ცენტრის მოსკოვის ბიუროს დირექტორი

კარნეგის ცენტრის მოსკოვის ბიუროს დირექტორი დიმიტრი ტრენინი აცდახებს, რომ მინსკის შეთანხმების სრულად შესრულება წლის ბოლომდე მოსალოდნელი არ არის. მისი თქმით კონფლიქტში ჩართულ მხარეებს პერიოდულად ერთმანეთის სამხედრო სიძლიერის გამოცდა აინტერესებთ.

„ვფიქრობ კონფლიქტის ხაზზე ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეების უფრო მეტი კონტროლია საჭირო. დონბასში სეპარატისტები ტაქტიკურ დონეზე რუსეთის მთავრობის მიერ უფრო მეტად უნდა კონტროლდებოდნენ. ასევე კიევისგან და ვაშინტონისგ მეტი კონტროლი სჭირდებათ უკრაინულ დანაყოფებს.,“ ამბობს ტრენინი.

მიუხედავად ბრალდებებისა კრემლი დღემდე უარყოფს სეპარატისტების იარაღით მომარაგების და ურკაინაში რუსი ჯარისკაცების არსებობას და აცხადებს, რომ იქ მხოლოდ მოხალისეები არიან. აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის შედეგად დაახლოებით 6500 ადამიანი დაიღუპა და მილიონზე მეტს საცხოვრებლის დატოვება მოუხდა.

ამ კვირას ევროპის კავშირმა რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სნაქციები ძალაში დატოვა, ამის პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის თავის მხრივ კონტრსანქციებს - კერძოდ დასავლურ კვების პროდუქტებზე დაწესებულ აკრძალვას ერთი წლით გააგრძელებდა.

მცირედი პროგრესი, რომელზეც დიპლომატები შეთანხმდნენ პატარა ქალაქ - შიროკინეს დემილიტარიზაციაა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა - სერგეი ლავროვმა განაცხადა პარიზში დიპლომატები უკრაინის კონფლიქტის ხაზის მონიტორინგის გაზრდაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით დემილიტარიზაციის პროცესში ეუთოს დამკვირვებლები, რუსეთის და უკრაინის სამხედრო, და დონეცკისა და ლუჰანსკის სეპარატისტების წარმომადგენლები იქნებიან ჩართულნი.

ეუთოს ასობით მონიტორი უკვე უკრაინაშია, მაგრამ მათ მეომრები გადაადგილებას უზღუდავენ. მონიტორინგის პროცესს ხელს განსაკუთრებით რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები უშლიან.

მოსკოვში პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი გრიგორი დობრომელოვი ამბობს, რომ კონფლიქტის ორივე მხარეს ზოგიერთს კონფლიქტის გაგრძელება, გლობალურად აღიარებულ ლიდერებს კი მისი დასრულება სურთ.

„ნათელია რომ პრეზიდენტ პოროშენკოსთვის და კრემლში უმრავლესობისთვის პრიორიტეტი აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის მიღწევაა.რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ დონეცკი და ლუჰანსკი უკრაინის ნაწილებია და რომ ამ ტერიტორიებზე პასუხისმგებლობა უკრაინამ უნდა აიღოს სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი კონფლიქტის გამწვავებით დაინტერესებული არ არის,“ ამბობს დობრომელოვი.

კრემლი უკრაინასა და დონბასის მთავრობას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მომხრეა, რაზეც უკრაინა არ თანხმდება.

„ამაზე კიევი არ თანხმდება, რადგან კიევის გადმოსახედიან სეპატარისტები ტერორისტები არიან, ვფიქრობ ამიტომაც პროცესი გაყინულია,“ ამბობს ტრენინი.

ეუთოს, რუსეთის, უკრაინის და სეპარატისტების წარმომადგენლები მისნკში შეიკრიბნენ, მაგრამ შეთანხმება ვერ მოახერხეს. ეუთოს სპეიალური წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინი ამბობს, რომ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი მარტივი არ ყოფილა.

მისნკის მოლაპარაკებების მთავარი ფოკუსი კონფლიქტის რეგიონში ავტონომიის გაზრდა და არჩევნები იყო. მინსკის შეთანხმების მიუხედავად სეპარატისტები კიევისგან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ითხოვენ.

პეტრო პოროშენკო უკრაინაში ძალაუფლების დეცენტრალიზაციას მიესალმება, მაგრამ ფედერალიზაციის წინააღმდეგია. ტრენენის თქმით ამასობაში მოსახლეობა ბრძოლებით დაიღალა.

„კონფლიქტის ორივე მხარეს ხალხი იმედგაცრუებულია. მაგრამ ამ ეტაპზე გადაწყვეტილებას არა ხალხი, არამედ ლიდერები იღებენ, რაც მგონია რომ ამ ეტაპზე კონფლიქტს უფრო ამწვავებს.“

ამ თვეს სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ დონეცკში უჩვეულო საპროტესტო აქცია გაიმართა, ასობით დემონსტრანტი სეპარტისტების ლიდერებისგან სამოქალაქო უბნებიდან გასვლას და მშვიდობას ითხოვდა.

XS
SM
MD
LG