ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარასინი ჟურნალისტების დაკავებაზე საუბრობს


کیلی فورنیا میں ایک جہاز آگ پر قابو پانے کی کوشش کر رہا ہے۔
کیلی فورنیا میں ایک جہاز آگ پر قابو پانے کی کوشش کر رہا ہے۔
რუსმა ოკუპანტებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ტელეკომპანია TV3-ის სამი ჟურნალისტი დააკავეს. ჟურნალისტები საოკუპაციო ხაზის გადმოწევის თაობაზე სიუჟეტზე მუშაობდნენ.

ჟურნალისტების გათავისუფლებაზე შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს. ინციდენტის თაობაზე ასევე გაეგზავნა შეტყობინება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში.

ცხინვალის ხელისუფლება ადასტურებს ჟურნალისტების დაკავების ფაქტს. სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სოფელ აძვის მახლობლად „საქართველოს სამი მოქალაქე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დააკავეს ... სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გამო.“

ამ ფონზე, პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის , გრიგორი კარასინის შეხვედრა დასრულდა.

კარასინმა ჟურნალისტების დაკავებასთან დაკვშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხშირად სწორედ პრაღაში, ჩვენი შეხვედრების წინ ხდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთ ნაწილთან ერთად, რომელსაც უნდა ჩვენი ურთიერთობების დალაგება, არის მეორე ნაწილი, რომელსაც უნდა კონფრონტაცია, მტრობა, ქართულ საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის გაღვივება“
XS
SM
MD
LG