ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოსტონის ტერაქტიდან ერთი წლის შემდეგ


APTO

გასულ წელს მარათონის ფინიშის სიახლოვეს ორი ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და 250 დაშავდა

სამშაბათს, ბოსტონში, ბოსტონის მარათონის სისხლიანი დაბომბვის ერთი წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიას, შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ადგილობრივ ლიდერებთან ერთად დაესწრება.

ბაიდენი, ბოსტონის მერ მარტინ ვოლშსა და მასაჩუსეტსის გუბერნატორ დევალ პატრიკთან ერთად სიტყვით გამოვა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს იქნება პატივის მიგება მათთვის, ვინც ამ აფეთქებამ დააზარალა ისევე, როგორც დაზარალებულთა ოჯახებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის.

გასულ წელს მარათონის ფინიშის სიახლოვეს ორი ბომბი აფეთქდა. სამი ადამიანი დაიღუპა და 250 დაშავდა.

ხელისუფლების ცნობით, ძმებმა ცარნაევებმა ეს თავდასხმა თვითნაკეთი ბომბებით მოახდინეს.

აფეთქებას მრავალდღიანი ძებნა მოჰყვა, რაც იმით დამთავრდა, რომ პოლიციასთან ურთიერთსროლისას თამერლან ცარნაევი დაიღუპა, გასისხლიანებული ჯოხარი კი ბოსტონის გარეუბანში დააპატიმრეს.

ჯოხარის წინააღმდეგ 30 ფედერალური ბრალია წაყენებული, სასამართლო ნოემბერშია ჩანიშნული და მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.
XS
SM
MD
LG