ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტისამთავრობო გამოსვლები თურქეთში


თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბიულენთ არინჩმა ბოდიში მოუხადა დემონსტრანტებს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების გამო

თურქეთში მეხუთე დღეა გრძელდება ანტისამთავრობო გამოსვლები. სტამბოლსა და ანკარაში მომხდარი შეტაკებების დროს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბიულენთ არინჩმა ბოდიში მოუხადა დემონსტრანტებს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების გამო.
მისი თქმით, საპროტესტო აქცია გარემოს დაცვის მოთხოვნით დაიწყო და მასში მონაწილე ადამიანების წინააღმდეგ ძალის გაოყენება დიდი შეცდომა იყო.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, თურქეთის მთავრობა არასოდეს მოუხდის ბოდიშს იმათ ვინც საზოგადოების უკმაყოფილება საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და სახელმწიფო ქონება დააზიანა.
XS
SM
MD
LG