ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატიმრობა პროტესტის შემდეგ


CZECHREPUBLIC/
CZECHREPUBLIC/

სამ ამერიკელს ფედერალური საკუთრების დაზიანება ედება ბრალად

მოხუც კათოლიკ მონაზონს და მშვიდობის ორ აქტივისტს ბრალი ედებათ ამერიკის ბირთვული იარაღის კომპლექსში შეღწევასა და იქ არსებული ქონების დაზიანებაში. ტენესის ფედერალურმა მოსამართლემ 83 წლის მონაზონი და მეგან რაისი, ასევე მაიკლ უაილი და გრეგ ბორჯ-ობედი დამნაშავედ სცნო. მათ ბრალად ედებათ ფედერალური საკუთრების დაზიანება და ეროვნული უსაფრთხოების კომპლექსში საბოტაჟის მოწყობა. სამმა ბრალდებულმა უსაფრთხოების ღობის გარღვევა და შენობაზე ძალადობის საწინააღმდეგო საპროტესტო ლოზუნგების დაწერა მოახერხა. აღნიშნულ შენობაში ასობით ტონა გამდიდრებული ურანი ინახება, რომელიც ბირთვული იარაღისთვის გამოიყენება. ფედერალური პროკურორის განცხადებით, მათმა ქმედებამ ათასობით დოლარის ზარალი გამოიწვია. ასევე, ორი კვირით ბირთვული კომპლექსის დახურვა გამოიწვია. ბრალდებულებს საბოტაჟისთვის 20 წლამდე, ხოლო ქონების დაზიანებისთვის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
XS
SM
MD
LG